JSL jsl.ge 032204949 info@jsl.ge

კარიერა JSL Logistics-ში

JSL Logistics განვითარებაზე ორიენტირებული და მზარდი კომპანია, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას. ჩვენი გუნდის წევრები ჩვენი წარმატების ქვაკუთხედია, ამიტომ ვცდილობთ, შევუქმნათ მათ გარემო, სადაც თავს დაფასებულად, მნიშვნელოვანად და მოტივირებულად იგრძნობენ.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოაგზავნეთ რეზიუმე hr@jsl.ge-ზე. აქტიური ვაკანსიის შემთხვევაში, აუცილებლად დაგიკავშირდებით.

კარიერა JSL Logistics-ში
გაიცანით

ჩვენი გუნდი

გიორგი ნადირაშვილი

გიორგი ნადირაშვილი

JSL Logistics-ის დირექტორი

გიორგის ხელმძღვანელობით ჩვენი კომპანია მუდმივად აძლიერებს პოზიციებს ბაზარზე, ახორციელებს ინოვაციურ პროექტებსა და უზრუნველყოფს პარტნიორებისა და მომხმარებლების საჭიროებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას.

ანა ცაცაბაშვილი

ანა ცაცაბაშვილი

საბაჟო ბროკერი

ანა ცაცაბაშვილი არის JSL Logistics-ის საბაჟო ბროკერი. ის მომხმარებლებს უწევს სრულ მხარდაჭერას საბაჟო პროცედურების განმავლობაში, ამზადებს და ამოწმებს დოკუმენტაციას, რათა ტვირთის გაფორმება სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს.

ნიკა ჩოგოვაძე

ნიკა ჩოგოვაძე

საბაჟო ბროკერი

ნიკა ჩოგოვაძე არის JSL Logistics-ის საბაჟო ბროკერი. ის მომხმარებლებს უწევს კონსულტაციას საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, ამზადებს აუცილებელ დოკუმენტაციასა და უზრუნველყოფს ტვირთის გაფორმების სწრაფად და შეუფერხებლად განხორციელებას.

შორენა ბერიძე

შორენა ბერიძე

საბაჟო საბროკერო სამსახურის სუპერვაიზერი

შორენა ბერიძე გახლავთ JSL Logistics-ის საბაჟო-საბროკერო სამსახურის სუპერვაიზერი. იგი წარმატებით უმკლავდება საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების საბაჟო პროცედურების ეფექტურ მართვას.