JSL Logistics ახორციელებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანია იყენებს ტვირთების დამუშავებისა და ლოგისტიკის მრავალწლიან გამოცდილებას, ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლასარეს სატვირთო ტერმინალში, რაც კომპანიის დიდი უპირატესობაა უმოკლეს დროში შეასრულოს საბაჟო და ლოგისტიკური პროცედურები.
მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 100-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში.
JSL Logistics-ის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. კომპანიის თანამშრომლები ყოველ წლიურად გადიან გადამზადებას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, როგორც კომპანიის ადგილობრივ ბაზაზე, ასევე, იმაღლებენ კვალიფიკაციას IATA-ს სასერთიფიკატო კურსებზე.
ჩვენი მისიაა ვუზრუნველყოთ საიმედო, ეფექტური და ინოვაციური ლოგისტიკური სერვისები, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. გავხადოთ გადაზიდვები ხელმისაწვდომი და უსაფრთხო, ნებირმიერი მიმართულებით, მსოფლიოს ნებისმიერი ლოკაციიდან.
ვუზრუნველყოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, პროფესიონალიზმითა და მოქნილობით. ჩვენ ვისწრაფვით ტვირთის ტრანსპორტირების პროცესის გამარტივებისა და გლობალური კომუნიკაციის გაძლიერებისკენ, რათა დავაკავშიროთ ადამიანები და ბიზნესები მთელ მსოფლიოში.
ჩვენი მიზანია კომპანია თანხვედრაში იყოს გლობალური ლოგისტიკური ინდუსტრიის მოთხოვნებთან, დაიკავოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ამიერკავკასიაში. განახორციელოს სწრაფი, უსაფრთხო და ხარისხიანი გადაზიდვები. მუდმივად რეჟიმში იმუშაოს სერვისების ოპტიმიზაციაზე, ინოვაციური და პროფესიონალური მიდგომებით გავზარდოთ მომხმარებელთა კმაყოფილება. გავაძლიეროთ პარტნიორობა ბიზნესებთან, გავაუმჯობესოთ მიწოდების ჯაჭვი და შევქმნათ გრძელვადიანი თანამშრომლობა თითოეულ ჩვენს მომხმარებელთან.
JSL Logistics-ს ნათლად აქვს გააზრებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) როლი დღევანდელ რეალობაში, რაც ქმნის გრძელვადიან ღირებულებას როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისა და გარემოსთვის. სწორედ, ამ მიმართულებით კომპანია ყოველ წლიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.