JSL jsl.ge 032204949 info@jsl.ge
Website testing and development are in progress.
18 თებერვალი 2025

კომპანია JSL Logistics-მა შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კომპანია JSL Logistics-მა შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კომპანია JSL Logistics-მა შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა.