JSL Logistics-ის გუნდი დაესწრო ყოველწლიურ საერთაშორისო ლოგისტიკურ კონფერენციას დუბაიში, სადაც მთავარი ფოკუსი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებასა და გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაკეთდა.
ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ საქმიანი შეხვედრები დარგის წამყვან კომპანიებთან, გავიზიარეთ ინოვაციური მიდგომები და განვიხილეთ ტრანსპორტირების პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობები.
JSL Logistics აგრძელებს გლობალური ქსელის გაფართოებას, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო სწრაფი, ეფექტური და მაღალი ხარისხის ლოგისტიკური სერვისები.