
JSL Logistics-მა წარმატებით მიიღო მონაწილეობა Security Cargo Network-ის საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ამჯერად სტამბულში გაიმართა.
ღონისძიება აერთიანებს ლოგისტიკის სექტორის წამყვან კომპანიებსა და პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან. ეს იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა ნაყოფიერი შეხვედრებისთვის, ახალი კავშირების გასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.
ასეთ მასშტაბურ ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად ზრდის JSL Logistics-ის ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში.