_c882c3242083e6ae37ab1b4f5fc10c35.jpg)
JSL Logistics-მა შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან. აქცენტი გაკეთდა კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას შავი ზღვის გავლით და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელმა საქართველოდან, ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.